მატერაცი:“ იუვენტუსში ბევრ დროს არავინ მოგცემს, მაგრამ მოტა შესანიშნავად მუშაობს, ზიდანი ?…“
იტალიური ფეხბურთის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მარკო მატერაციმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ზიდანი ? მე ზიდანთან 2006 წლამდე არასოდეს მისაუბრია და ჩვენ რაიმე სახის კონტაქტი არც ფინალის შემდეგ გვქონია. ის ფეხბურთის ლეგენდაა, მე მას დიდ პატივს ვცემ. მისგან ბოდიშს არ ველოდები, თუმცა ზიზუსტან საუბარი კარგი იქნებოდა.
„იუვენტუსი ? მოტას დიდი სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს, თუმცა ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მას სეზონის კარგი სტარტი აქვს. იუვენტუსის ისტორიისა და ტრადიციების გათვალისწინებით, ბიანკონერის სათავეში ბევრ დროს არავინ მოგცემს, იქ ყველა დაუყოვნებილვ გამარჯვებას ელოდება, რეალურად კი იუვეს სრულიად ახალი პროექტი აქვს, ახალი ფეხბურთელები და მწვრთნელი, ვინც მაქს ალეგრისგან რადიკალურად განსხვავებული ფეხბურთის მიმდევარია. იუვეს დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა პოტენციალის სრულად გამოსავლენად ქომაგებს მოთმინება მართებთ.“