მატერაცი:“ იუვენტუსს სკუდეტოსთვის ბრძოლა შეუძლია“
ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა მარკო მატერაციმ სკუდეტოსთვის მებრძოლი გუნდები დაასახელა.
„ინტერი ტიტულისთვის ბრძოლაში ფავორიტია, რადგან ნერაძური მოქმედი ჩემპიონია, მათ რიგებში ბევრი ცვლილება არ მომხდარა და ფურცელზე სერია ა-ში ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს.
„ჯერჯერობით ადრეა იმის თქმა, თუ ვინ იქნება ინტერის მთავარი კონკურენტი. იუვენტუსს ტიტულისთვის ბრძოლა ნამდვილად შეუძლია, ტურინელები საგრძნობლად გაძლიერდნენ და დიდი პოტენციალი აქვთ, მაგრამ ამდენი ცვლილების შემდეგ მათ ადაპტაციისთვის დრო სჭირდებათ და ვნახოთ, რამდენად სწრაფად შეძლებენ ისინი თავის საუკეთესო კუთხით წარმოჩენას.“