TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეიენრსი:“ თითოეულ ჩვენგანს, მათ შორის მე ბევრად მეტი მოგვეთხოვება“

იუვენტუსის ნახევარმცველმა ტეუნ კოპმეინერსმა Gran Gala Del Calcio-ს დაჯილდოებაზე, რომელზეც მას გასული სეზონის სერია ა-ს საუკეთესო ნახევარმცველის ჯილდო გადაეცა, კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ვიცით, რომ გაცილებით მეტი შეგვიძლია და მოგვეთხოვება. მარცხის თავიდან აცილება კარგია, მაგრამ ჩვენ იუვენტუსი ვართ, ამიტომ შეტევაში უკეთ უნდა ვითამაშოთ და გავიამრჯვოთ.

„თითოეულ ჩვენგანს, პირველ რიგში კი მე გაცილებით მეტი მოგვეთხოვება. ვიცით, რომ ლეჩესთან მატჩში სხვა შედეგი უნდა გვქონოდა, მაგრამ მინდა ქომაგები დავარწმუნო, ჩვენ სწორ გზაზე ვართ და სიტუაცია აუცილებლად გაუმჯობესდება.

„იუვენტუსში ყოფნა ოცნების ახდენაა და ჩვენ გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

„ატალანტა ? მე იუვენტუსის ფეხბურთელი ვარ და მხოლოდ იუვენტუსის წარმატებაზე ვფიქრობ.“