მანჩესტერი ილდისისა და მაკკენის ტრანსფერებით ინტერესდება
იტალიური მედიის ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედი იუვენტუსის ფეხბურთელების კენან ილდისისა და უესტონ მაკკენის ტრანსფერებით ინტერესდება.
გუნდში ახალი მწვრთნელის მისვლის შემდეგ, წითელი ეშმაკები შემადგენლობის გადახალისებას გეგმავენ და Tuttomercato-ს ცნობით, ინგლისელები იუვენტუსის 2 ფეხბურთელს უმიზნებენ.
წყაროს ინფორმაციით, მანჩესტერი მოლაპარაკებებში ჯოშუა ზირკზეეს გამოყენებას ეცდება, თუმცა იუვენტუსი მაკკენის გაყიდვას იანვარში არ აპირებს, ილდისი კი გუნდისთვის ხელშეუხებელ ფეხბურთელად მოიაზრება.