TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლი:“ იანვარში მცველის გაფორმებას ვგეგმავთ“

იუვენტუსის დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ მილანთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ვლაჰოვიჩის სიტყვები ? მე არა ფეხბურთელის სიტყვებს, არამედ მის მიერ ნაჩვენებ თამაშს ვუყურებ. დუშანს ძალიან კარგი სეზონი აქვს, ის გუნდისთვის თითოეულ მატჩში ბოლომდე იხარჯება და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

„ცენტრ-ფორვარდის სიტუაცია ? ჩვენ ტრავმების გამო გარკვეული პრობლემები გვაქვს, მაგრამ მოტა ამას ალიბად არც აქამდე იყენებდა და არც მომავალში შეიცვლება რამე, ტიაგო გამოსავალს აუცილებლად იპოვნის, მე მისი მუშაობა ძალიან მომწონს.

„სატრანსფერო ფანჯარა ? ჩვენ უახლოეს პერიოდში მილიკი დაგვიბრუნდება, რაც ერთ პრობლემას მოაგვარებს. ჩვენ დაცვის გაძლიერება გვსურს, იანვარში მაღალი დონის ფეხბურთელის პოვნა მარტივი არ არის, თუმცა ვიცით, რომ დაცვის ხაზში გაძლიერება გვჭირება.

„კოპმეინერსი ? როგორც ექსპერტი შემიძლია ვთქვა, რომ ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია, ტეუნი ყველასთვის მისაბაძი მაგალითი გახდება.“

error: დაცული კონტენტი !