მალაგო:“ FIGC-ს პრეზიდენტობა ? გადაწყვეტილება არ მიმიღოა“
ჯოვანი მალაგომ, ვინც დიდი ალბათობით იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდება, კომენტარი გააკეთა.
„ვარ თუ არა ოფიციალურად FIGC-ს პრეზიდენტობის კანდიდატი ? არა, ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს. მომდევნო დღეებში შევხვდები მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, გუნდების წარმომადგენლებს, ჩვენ ბევრი რამ უნდა განვიხილოთ და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ.
„იტალიური ფეხბურთის ლეგენდები ჩემს გუნდში ? მედიაში ძალიან ბევრი სახელი წავიკითხე, მაგრამ რეალურად ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია. ჯერ ის არ ვიცი, ვიქნები თუ არა მე კანდიდატი, ამიტომ ჩემს გუნდზე საუბარი უადგილოა.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
