ძოფი:“ სპალეტის იუვენტუსი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს“
ლეგენდარულმა დინო ძოფმა საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„იუვენტუსის გამარჯვება ბერგამოში ძალიან ძლიერი და მნიშვნელოვანი სიგნალია. მჯერა, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას შეძლებს.
„ვფიქრობ, ოთხეულში იუვენტუსზე ძლიერი მხოლოდ ინტერია და ტურინელებს არა მხოლოდ ოთხეულისთვის, არამედ მეორე ადგილისთვის ბრძოლაც შეეძლებათ.
„იუვენტუსის თამაშის სტილი ? სპალეტი არის დიდებული მწვრთნელი, რომელსაც გამორჩეული იდეები აქვს. მისი გუნდები ყოველთვის ძალიან დომინანტ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ და გამონაკლისი არც იუვენტუსია.
„ახლა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზურზე უნდა იფიქროს, შემდეგ კი იუვენტუსის ხელმძღვანელობა შემადგენლობას ისე გადაახალისებს, როგორც ეს სპალეტის სჭირდება და ვფიქრობ, მომდევნო სეზონში კიდევ უფრო ძლიერ იუვენტუსს ვიხილავთ.
„ვის გამოვარჩევდი იუვენტუსში ? რა თქმა უნდა, ათიანს, ილდისს. ის ჯერ ჩემპიონი არ არის, მაგრამ ყველაფერი აქვს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს. კენანი სწორ გზაზეა.
„დი გრეგორიო და პერინი ? ვფიქრობ, ორივე მათგანი ძალიან კარგი მეკარეა. იუვენტუსს ამ მხრივ პრობლემა არ აქვს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
