სასუოლოს დირექტორი:“ იუვე მუჰარემოვიჩის გაყიდვიდან თანხის ნახევარს მიიღებს“
სასუოლოს დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ დაადასტურა, რომ ტარიკ მუჰარემოვიჩის გაყიდვიდან მიღებული თანხის 50 პროცენტი იუვენტუსის საკუთრება იქნება.
„იუვენტუსი მუჰარემოვიჩის გაყიდვიდან მიღებული თანხის 50 პროცენტს მიიღებს. ტარიკის თაობაზე ამ მომენტისთვის მოლაპარაკებებს ერთ-ერთ იტალიურ გრანდთან, ასევე სხვა გუნდებთან, მათ შორის ინგლისელებთან ვაწარმოებთ.
„მუჰარემოვიჩისთვის ჯერჯერობით ფასი არ დაგვიდია და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოლაპარაკებები.“
ბოლო ცნობების მიხედვით, მუჰარემოვიჩის ტრანსფერზე ყველაზე მეტად ინტერი აქტიურობს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
