TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მაკკენის კონტრაქტის გახანგრძლივებას გუნდის ხელმძღვანელობის საბოლოო მწვანე შუქი აშორებს

იუვენტუსსა და უესტონ მაკკენის შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია.

ახლაი კონტრაქტის მიხედვით, მაკკენი  ტურინული გრანდის ღირსებას 2028 წლის ზაფხულამდე დაიცავს, ხელშკერულების კიდევ 1 წლით გაგრძელების პერსპექტივით, მისი გასამრჯელო კი ბონუსების ჩათვლით 3.2 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

SportItalia-ს ცნობით, გუნდის ხელმძღვანელობა მაკკენისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას საბოლოო მწვანე შუქს უახლოეს დღეებში აუნთებს და ამერიკელი ხელშეკრულებას ხელს ოფიციალურად მოაწერს.

მაკკენის აქტივში მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

error: დაცული კონტენტი !