დე პაოლა:“ კალვოს იუვენტუსიდან წასვლა გუნდში ჯუნტოლის დარჩენას ნიშნავს“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ იუვენტუსის ხელმძღვანელობაში მიმდინარე ცვლილებები შეაფასა.
„იუვენტუსიდან ფრანჩესკო კალვოს წასვლა კრისტიანო ჯუნტოლის პოზიციების გამყარებასა და მის გუნდში დარჩენაზე მიუთითებს.
„კალვო იყო ადამიანი, ვინც ერთგვარად ჯუნტოლის კონკურენტად მოიაზრებოდა, მისი წასვლა კი იუვენტუსში კრისტიანოს დარჩენის მანიშნებელია.
„მომდევნო სეზონიდან გუნდში ჯორჯო კიელინის გავლენა გაიზრდება, ჯუნტოლისა და კიელინის კი კარგი ურთიერთობა აქვთ. იუვენტუსს ახლა სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც შავ-თეთრ სამყაროში დიდი გავლენით სარგებლობს, ასეთები კი დელ პიერო და პლატინი გახლავთ.“