TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მაკკენი იუვენტუსის განკარგულებაში დაბრუნდა

დუგლას ლუისის შემდეგ, იუვენტუსის რიგებს ლაზარეთიდან უესტონ მაკკენი დაუბრუნდა.

ამერიკელმა ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და დიდი ალბათობით მანჩესტერ სიტისთან მატჩში ბიანკონერის განაცხადში იქნება.

იუვენტუსის ლაზარეთში რჩებიან ბრემერი, კაბალი, კამბიაზო და მილიკი. ანდრეას დაახლოებით 2-3 მატჩი გაუცდება, არკადიუში კი სავარაუდოდ დეკემბრის ბოლოს ტიაგო მოტას განკარგულებაში იქნება.