ფულკრუგი იუვეს პრიორიტეტი არ არის
იუვენტუსს ვესტ ჰემის ფორვარდის ნიკლას ფულკრუგის სამსახური შესთავაზეს, თუმცა ამ მომენტისთვის გერმანელი ფორვარდი ბიანკონერის პრიორიტეტი არ არის.
31 წლის ფეხბურთელი ინგლისურ გუნდს სეზონის სტარტზე შეუერთდა, თუმცა ჩაქუჩების რიგებში თავი ვერ დაიმკვიდრა და იანვარში გუნდის დატოვება სურს.
IlBianconero-ს ცნობით, ფეხბურთელის აგენტმა კლიენტი იუვენტუსს შესთავაზა, მაგრამ ამ მომენტისთვის კრისტიანო ჯუნტოლის სხვა პრიორიტეტები აქვს.