მაკკენი:“ ჩემი პროგრესი ? ეს დაუღალავი შრომის დამსახურებაა“
უესტონ მაკკენიმ გამოცემა SBI-სთან ისაუბრა.
„საუკეთესო სეზონი კარიერაში ? ნებისმიერი ასეთი მიღწევის უკან ძალიან დიდი შრომაა ჩადებული. თითოეულ გუნდში, რომელშიც მე კარიერაში მითამაშია რაღაც ახალი ვისწავლე და გავხდი როგორც უკეთესი ფეხბურთელი, ასევე უკეთესი ადამიანი და საბოლოო ჯამში ტიტულებისთვის და ამბიციური მიზნებისთვის ბრძოლის შესაძლებლობა მომეცა.
„სპალეტი ? მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა, ლუჩანო ჩვენგან ყოველთვის მაქსუმალურ კონცენტრაციასა და დისციპლინას ითხოვს, მისი ნდობა და კომუნიკაციის უნარი თითოეულ ჩვენგანს განვითარებისკენ გვიბიძგებს.
„მსოფლიო ჩემპიონატი სახლში ? ბელგიისა და პორტუგალიის დონის ნაკრებების წინააღმდეგ მატჩები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ შეხვედრებში საკუთარი დონის და შესაძლებლობის წარმოჩენის შესაძლებლობა გვექნება. სახლში თამაში გუნდს მეტ ენერგიასა და ენთუზიაზმს მისცემს, რაც უნდა გამოვიყენოთ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
