TuttoJuve

Juve per sempre sarà

ინტერი და მანჩესტერი ტურამის ტრანსფერით ინტერესდებიან

იტალიური გამოცემა Calciomercato-ს ინფორმაციით, ინტერი და მანჩესტერ იუნაიტედი ხეფრენ ტურამის ტრანსფერით ინტერესდებიან.

წყაროს ცნობით, ორივე გუნდი ზაფხულში ფრანგის გაფორმებას ეცდება, მაგრამ ამ მომენტისთვის ხეფრენი იუვენტუსისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელია.

იუვენტუსი უახლოეს პერიოდში ტურამთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს და თუ რამე არ შეიცვალა, ზაფხულში მის სანაცვლოდ მიღებული წინადადებების განხილვას არ აპირებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !