დუგლას ლუისის ტრანსფერით არსენალიც დაინტერესდა
მანჩესტერ სიტის, ჩელსისა და ნიუკასლის შემდეგ, იუვენტუსის ნახევარმცველის დუგლას ლუისის მიმართ ინტერესი არსენალმაც გამოთქვა.
მეთოფეები ჟორჟინიოს შემცვლელის ძიებაში არიან და Calciomercato-ს ინფორმაციით, მათი ერთ-ერთი სამიზნე სწორედ დუგლას ლუისია.
იუვენტუსმა ლუისის იჯარის თაობაზე არაერთი წინადადება მიიღო, მაგრამ ბიანკონერი მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაასხვისებს, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე 45-50 მილიონს გადაიხდის.