ოფიციალურად: რანდალ კოლო მუანი იუვენტუსის ფეხბურთელია
ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, იუვენტუსმა პსჟ-სგან რანდალ კოლო მუანის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ფრანგი ფორვარდი ტურინულ გრანდს 6-თვიანი იჯარით შეუერთდა, მისი შემდგომში გამოსყიდვის უფლების გარეშე, თუმცა თუ იუვენტუსი ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილი დარჩა გუნდები მის საბოლოო ტრანსფერზე ისაუბრებენ.
იუვენტუსს კოლო მუანის 6-თვიანი იჯარა დაახლოებით 4 მილიონი ევრო დაუჯდება. ფრანგი ბიანკონერის რიგებში 20-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.