ლუისი მოტას განკარგულებაში დაბრუნდა
რომეო აგრესტის ინფორმაციით, დუგლას ლუისი ტიაგო მოტას განკარგულებაში დაბრუნდა.
წყაროს ცნობით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა და ის მანჩესტერ სიტისთან მატჩში იუვენტუსის განაცხადში იქნება.
26 წლის ფეხბურთელმა კუნთის პრობლემების გამო 10 შეხვედრა გამოტოვა.