ლოკატელი რომას სატრანსფერო სიაში
Calciomercato-ს ინფორმაციით, რომა იუვენტუსის ნახევარმცველის მანუელ ლოკატელის ტრანსფერით ინტერესდება.
რომასა და იუვენტუსს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე ფეხბურთელის, მათ შორის არტურის, ფედერიკო კიეზასა და მანუელ ლოკატელის თაობაზე მიმდინარეობს.
ტურინული გრანდი ლოკატელის გაყიდვას არ ჩქარობს, თუმცა ის პროექტის შეუცვლელ ნაწილად აღარ მოიაზრება და შესაბამისი წინადადების შემთხვევაში, იტალიელი ბიანკონერის რიგებს დატოვებს.
რომას გარდა, ლოკატელის მიმართ ინტერესს რობერტო დე ძერბის მარსელიც იჩენს.