TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი ზირკზეეს მიმართ ინტერესს არ კარგავს

იტალიური წყაროების ცნობით, იუვენტუსი ბოლონიას ფორვარდის ჯოშუა ზირკზეეს მიმართ ინტერესს არ კარგავს.

ნიდერლანდელი ფეხბურთელის მილანში ტრანსფერი ფაქტობრივად ჩაიშალა, ამიტომ მისი მომავალი გუნდი ჯერჯერობით უცნობია და ნიკ სემერაროს ინფორმაციით, მისი ერთ-ერთი მსურველი სწორედ იუვენტუსი გახლავთ.

ტურინული გრანდის რიგებს უახლოეს დღეებში მოიზე კინი დატოვებს, პარალელურად კი გუნდი არკადიუშ მილიკის გაყიდვას ცდილობს, ამიტომ კრისტიანო ჯუნტოლის მინიმუმ ერთი ფორვარდის გაფორმება მოუწევს და ტიაგო მოტას თხოვნით, ზირკზეე გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია…