TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კაპელო:“ ინტერი ფავორიტია, მაგრამ იუვენტუსისგან დიდი მოლოდინი მაქვს“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ მომდევნო სეზონში სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტებზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, ინტერი სეზონს ფავორიტის სტატუსით იწყებს. ნერაძური ძლიერია, მათ ტარემი და ჟელინსკი დაიმატეს, ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. მილანისა და იუვენტუსისგან განსხვავებით, ინტერს მწვრთნელი არ შეუცვლია, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია.

„ნერაძურის პრობლემა შესაძლოა გახდეს ზედმეტი თავდაჯერებულობა. გასული სეზონი მათ დიდი სხვაობით მოიგეს და არის ალბათობა, რომ გუნდმა მოტივაცია დაკარგოს.

„დიდი მოლოდინები მაქვს იუვენტუსისგან. ტიაგო მოტამ ბოლონიაში შესანიშნავი შედეგები აჩვენა, იუვენტუსში კი ნამდვილი რევოლუციაა და არავინ იცის, რა ფორმაში იქნება გუნდი სეზონის სტარტისთვის. სამწუხაროა, რომ იუვემ კალაფიორი ვერ გაიფორმა, ის მოტას გუნდისთვის იდეალური შევსება იქნებოდა. მომდევნო სეზონში კენან ილდისისგან მნიშვნელოვან პროგრესს ველოდები.“