TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კონსეისაუს იუვენტუსში დარჩენა სურს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ახალწვეულს ფრანცისკუ კონსეისაუს ტურინულ გრანდში დარჩენა სურს და თავისი გადაწყვეტილება ბიანკონერის ხელმძრვანელობას უკვე აცნობა.

კონსეისაუ ტურინში 1-წლიანი იჯარით გადაბარგდა, სანაცვლოდ კი პორტუმ 7 მილიონი ევრო მიიღო, ზაფხულში კი მისი გამოსყიდვა როგორც იუვენტუსს, ასევე სხვა გუნდს 30 მილიონად შეეძლება.

კონსეისაუმ პრეს-კონფერენციაზეც (იხილეთ აქ) დაადასტურა, რომ მას იუვენტუსში დარჩენა უნდა. ბიანკონერი პორტუს წარმომადგენლებს უახლოეს პერიოდში შეხვდება და გამოსასყიდი თანხის – 30 მილიონის დაახლოებით 20 მილიონამდე შემცირებას ეცდება.