TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კონსეისაუ:“ იუვენტუსისთვის უარის თქმა შეუძლებელია“

იუვენტუსის ახალწვეულმა ფრანცისკუ კონსეისაუმ ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„პირველი დღეები იუვენტუსში ? ტურინში თავს შესანიშნავად ვგრძნობ, მე აქ ყველა ძალიან კარგად დამხვდა და პირველი შთაბეჭდილება ძალიან პოზიტიურია.

„რატომ იუვე ? როდესაც ასეთი დონის, მნიშვნელობის და ისტორიის გუნდი გირეკავს, მისთვის უარის თქმა უბრალოდ წარმოუდგენელია. იუვეს ინტერესის გაგებისთანავე ვიცოდი, რომ მე კარიერის გაგრძელება მხოლოდ ბიანკონერის რიგებში მსურდა.

„რონალდუ ? მე მასთან ჯერჯერობით იუვენტუსის თაობაზე არ მისაუბრია. ჩემთვის, როგორც სხვა პორტუგალიელებისთვის, რონალდუ მისაბაძი მაგალითია.

„მამაჩემის რჩევა ? მან მითხრა, რომ იტალია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჩემპიონატია, სადაც უმაღლესი დონის ფეხბურთელები და გუნდები ასპარეზობენ, ასეთ მაღალ დონეზე თამაში ჩემი შესაძლებლობების წარმოჩენაში დამეხმარება.

„ჩემი ძლიერი მხარეები ? ერთი-ერთზე თამაში, დრიბლინგი და დაუღალავი ბრძოლა. ვიცი, რომ ეს საკმარისი არ არის და განვითარება უნდა გავაგრძელო. დარწმუნბული ვარ, მწვრთნელი ამაში დამეხმარება.

„ქომაგები ? მე რომასთან მატჩში მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იუვენტუსის სამყაროში ქომაგების ფაქტორი. მე მათი მხარდაჭერა პირველივე წამებიდან ვიგრძენი და იმედი მაქვს, მათ მოლოდინებს გავამართლებ.

„მინდა გამოვარჩიო გუნდის ორგანიზებულობა და ინფრასტრუქტურა, მე ვიცოდი, რომ დიდებულ გუნდში მოვდიოდი და ნანახმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, აქ გვაქვს ყველა პირობა, რომ განვითარება გავაგრძელოთ და პოტენციის მაქსიმუმს მივაღწიოთ.

„რას ითხოვს ჩემგან მოტა ? მწვრთნელს ჩემთვის კონკრეტული არაფერი უთხოვია, მას სურს, რომ ჩემი ფეხბურთი ვითამაშო და ძლიერი მხარეები მაქსიმალურად გამოვიყენო.

„ჩემი მომავალი ? ახლა ამ თემაზე არ ვფიქრობ. პორტუს ყველაფერისთვის მადლობას ვუხდი, ვამაყობ, რომ იუვენტუსმა ნდობა გამომიცხადა და მინდა, ამ მაისურით მაქსიმალურად დიდი ხანი ვითამაშო.

„ტრავმა ? მე მუშაობას ვაგრძელებ, სერიოზული არაფერია, ყველაფერი კარგად ვითარდება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას სამედიცინო შტაბი და მწვრთნელი მიიღებენ.“