მოტა:“ ჩვენთვის პრიორიტეტული ტურნირი არ არსებობს, იუვე ყველა მატჩში გამარჯვებისთვის იბრძოლებს“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ ემპოლისთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„გუნდი კარგ ფორმაშია, ჩვენ ძალიან პროდუქტიული 2 კვირა გვქონდა, კონტინასაზე ბევრი ფეხბურთელი დარჩა და კარგად ვიმუშავეთ, თუმცა ის ფეხბურთელებიც, რომლებიც ნაკრებებში თამაშობდნენ, მეტი გამოცდილებით დაგვიბრუდნენ. მიხარია, რომ ხვალინდელი მატჩისთვის თითქმის სრული შემადგენლობა მზად არის.
„რას ცვლის ჩემპიონთა ლიგის მოახლოება ? არაფერს, ჩვენ ნებისმიერი ჩემპიონატის თითოეულ მატჩში ბოლომდე დახარჯვასა და გამარჯვებისთვის ბრძოლას ვგეგმავთ. თავიდანვე ვიცოდით, რომ წინ დატვირთული სეზონი გველოდებოდა და ამისთვის მზად ვართ.
„კოპმეინერსი და დუგლას ლუისი სასტარტოში ? ორივე მათგანი შესანიშნავი ფეხბურთელია, როგორც გუნდის სხვა წევრები. ჯერჯერობით არ ვიცი, ვინ დაიწყებს სასტარტოში, მაგრამ მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ფეხბურთელები მყავს.
„სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელები ? ისინი თავს კარგად გრძნობენ, ნიკომ, დანილომ და კაბალმა გუნდთან ერთად ივარჯიშეს.
„სირთულეები ემპოლისთან ? ემპოლი დაცვაში ძალიან კარგ და ორგაიზებულ ფეხბურთს თამაშობს, ამიტომ ჩვენ ბურთის მოძრაობის დროს მაქსიმალურად ზუსტები უნდა ვიყოთ და შექმნილი მომენტები გამოვიყენოთ.
„დანილო ? ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, როგორც სხვა ნებისმიერი. მე გადაწყვეტილებებს იქიდან გამომდინარე ვიღებ, თუ რა სჭირდება გუნდს იმ მომენტში.
„აჯიჩი ? ის კარგ ფორმაშია. ჩემთვის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ჩემთვის მთავარი ფეხბურთელის მონდომება და მისი ფორმაა. მან მუშაობა უნდა გააგრძელოს, ის სათამაშო დროს აუცილებლად მიიღებს.
„ვლაჰოვიჩი ? დუშანის მუშაობით კმაყოფილი ვარ, ის როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვებს მოტივაციას მატებს, მას აქვს მონდომება და მუშაობის სურვილი.“