TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კონსეისაუ:“ მნიშვნელოვანი გამარჯვება, იუვეში მისაღები შედეგი სწორედ გამარჯვებაა…“

იუვენტუსის შემტევმა შიკო კონსეისაუმ ინტერთან მატჩი შეაფასა.

„ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. იუვენტუსში მისაღები შედეგი მხოლოდ გამარჯვებაა და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ნელ-ნელა ფორმაში შევდივართ და ზედიზედ რამდენიმე გამარჯვება მოვიპოვეთ, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია.

„გოლის აღნიშვნა გუნდთან ერთად ? ჩვენ ძალიან შეკრული გუნდი ვართ. ვიცით, რომ დიდი პოტენციალი გვაქვს, მაგრამ გაცილებით მეტი მოგვეთხოვება. ახლა ეს გამარჯვება უნდა დავივიწყოთ და ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩისთვის მზადებას შევუდგეთ.

„ჩვენ კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს საღამო ჩვენთვის და ქომაგებისთვის. იმედი მაქვს, წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გამარჯვებები გველოდება.“

error: დაცული კონტენტი !