გატი:“ სამწუხაროა, რომ სეზონის მსვლელობისას ბევრი ქულა დავკარგეთ“
ფედერიკო გატიმ ინტერთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. სამწუხაროა, რომ სეზონის პირველ ნახევარში ჩვენ ბევრი ქულა გავანიავეთ, დღეს ვაჩვენეთ, რომ ამბიციური მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია და საკუთარ თავებს საქმე თავადვე გავურთულეთ.
„ჩვენ იუვენტუსი ვართ და რა თქმა უნდა, მეოთხე ადგილით კმაყოფილები ვერ ვიქნებით. წინ კიდევ ბევრი შეხვედრა დარჩა და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, თითოეულ მატჩში 100 პროცენტით დავიხარჯოთ.
„წინ ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება და ვალდებულები ვართ, მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.
„რა ვუთხარი შიკოს გოლის შემდეგ ? მე ლაპარაკის ძალაც კი არ მქონდა, განადგურებული ვიყავი, ამიტომ მას უბრალოდ ჩავეხუტე.“