ინძაგი:“ იუვენტუსთან ამდენი შანსის გაცუდება დაუშვებელია“
ინტერის თავკაცმა სიმონე ინძაგიმ იუვენტუსთან მატჩი შეაფასა.
„ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ და არაერთი მომენტი შევქმენით, თუმცა მათი გამოყენება ვერ შევძელით. იუვენტუსის დონის გუნდთან ამდენი მომენტის გაცუდება დაუშვებელია.
„მეორე ნახევარში მეტოქე უკეთესი იყო, ჩვენ იმავე შემართებით თამაშის გაგრძელება ვერ შევძელით, კონსეისაუს გოლი კი გადამწყვეტი იყო, ამის შემდეგ ჩვენ უფრო ქაოტურები ვიყავით და ბურთს მარტივ სიტუაციებში ვკარგავდით.“