კონსეისაუ:“ ჩვენ იუვე ვართ, ამიტომ ფრე არასოდეს გვაკმაყოფილებს“
იუვენტუსის ვინგერმა ჩიკო კონსეისაუმ ლილთან მატჩი შეაფასა.
„როგორ შევაფასებ მატჩის შედეგს ? ჩვენ იუვენტუსი ვართ, ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა, ამიტომ ქულით კმაყოფილები ვერ ვიქნებით. ჩვენ ლილის წინააღმდეგ უკეთესები ვიყავით და გამარჯვება შეგვეძლო, მაგრამ ფეხბურთი ასეთია, თუ მომენტები ვერ გამოიყენე, მიზანს ვერ მიაღწევ.
„მამაჩემის კომპლიმენტი ? ის შესანიშნავი ფეხბურთელი იყო და მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის ჩემი მისაბაძი მაგალითია და მიხარია, როდესაც მის ქებას ვიმსახურებ.“