TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბრიტანული მედია: ზირკზეე მანჩესტერს დატოვებს, იუვე მისი გაფორმების ერთ-ერთი კანდიდატია

ბრიტანული წყაროების ცნობით, ჯოშუა ზირკზეე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მანჩესტერ იუნაიტედს დატოვებს.

The Sun-ის ცნობით, ნიდერლანდელი ფორვარდი გუნდის ახალი მწვრთნელის გეგმებში არ შედის და მანჩესტერი მის გაშვებას გეგმავს.

ზირკზეეს ერთ-ერთ მსურველად იუვენტუსი სახელდება, სადაც ფეხბურთელის ხილვა ტიაგო მოტას სურს, თუმცა ბიანკონერი ჯოშუას გაფორმებას მხოლოდ იჯარით აპირებს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.