დევიდი:“ იუვეს წინააღმდეგ ქულა ძალიან კარგი შედეგია“
ლილის ფორვარდმა დაი იუვენტუსის სატრანსფერო სამიზნემ ჯონათან დევიდმა გუშინდელი მატჩი შეაფასა.
„ეს ძალიან რთული მატჩი იყო, ისინი ბურთს კარგად აკონტროლებდნენ და ჩვენ დიდწილად თავის დაცვაზე გვიწევდა ფიქრი.
„ვიცოდით, რომ იუვენტუსს ძალიან ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავს, მათ დიდი პრობლემები შეგვიქმნეს, ამიტომ ქულა მათ წინააღმდეგ პოზიტიური შედეგია.“