კონდო:“ მოტას თაობაზე დასკვნების გაკეთება ჯერ ძალიან ადრეა“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო კონდომ იუვენტუსში ტიაგო მოტას სტარტზე ისაუბრა.
„მედიაში ხშირად ისმის მაქს ალეგრისა და ტიაგო მოტას შედარება, რაც ვფიქრობ, რომ სრულიად უადგილოა.
„ალეგირმ იუვენტუსის ისტორიაში მნიშვნლეოვანი, ძალიან წარმატებული თავი დაწერა, თუმცა მან ბიანკონერის რიგებში თავი ამოწურა და მაქსის გაშვება სწორი გადაწყვეტილება იყო.
„მოტას მუშაობის შეფასება 4 თვეში ძალიან ადრეა, ჩვენ მას დრო უნდა მივცეთ, თუმცა როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, იუვენტუსში ალეგრის დაბრუნებაზე საუბარი სრული აბსურდია, მისი ციკლი ტურინში დასრულდა.“