TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ბერარდის მიმართ ინტერესს არ კარგავს

იტალიური წყაროების ცნობით, იუვენტუსმა იანვარში შესაძლოა დომენიკო ბერარდის გაფორმება სცადოს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ტურინული გრანდი ბერარდის უნივერსალურობას ძვირად აფასებს და შეტევის შედარებით იაფად გასაძლიერებლად იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს.

სასუოლო ბერარდის სანაცვლოდ, ვისაც მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში 3 გოლი და 9 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, დაახლოებით 10 მილიონ ევროს ითხოვს.