TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსს დევიდის გაფორმება გაუჭირდება

იუვენტუსი ლილის ფორვარდის ჯონათან დევიდის მიმართ ინტერესს არ კარგავს, თუმცა Calciomercato-ს ცნობით, ტურინულ გრანდს მისი გაფორმება გაუჭირდება.

კანადელი ფორვარდი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება, თუმცა ამის მიუხედავად მისი გაფორმება საკმაოდ სერიოზულ ინვესტიციას მოითხოვს.

წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტის საკომისიო და 5-წლიანი კონტრაქტი გუნდს მინიმუმ 70 მილიონი ევრო დაუჯდება, რაც იტალიური გუნდებისთვის სერიოზული დაბრკოლებაა და დიდი ალბათობით კანადელი პრემიერ ლიგის რომელიმე გრანდს შეუერთდება.