კომოლის წასვლის შემთხვევაში, იუვენტუსი ორ შესაძლო ვარიანტს განიხილავს…
იუვენტუსი დამიენ კომოლის თაობაზე გადაწყვეტილებას მომდევნო საათებში მიიღებს და გუნდი მისი შესაძლო წასვლისთვის უკვე ემზადება.
მირკო დი ნატალეს ცნობით, კომოლის წასვლის შემთხვევაში იუვენტუსი სასუოლოს გენერალური დირექტორის ჯოვანი კარნევალის გადმობირებას ეცდება.
არც ის არის გამორიცხული, იუვენტუსმა ჯორჯო კიელინის ნდობა გამოუცხადოს და გუნდის სათავეში ტურინული გრანდის ლეგენდა ჩადგეს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
