TuttoJuve

Juve per sempre sarà

კომოლიმ შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს

არაერთი გავლენიანი წყაროს ცნობით, დამიენ კომოლის მომავალი იუვენტუსის რიგებში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

იუვენტუსის ინსაიდერის მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, გუნდის დირექტორთა ბორდი უახლოეს საათებში შეხვედრას გამართავს და კომოლის გაშვების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ჯანლუიჯი ლონგარის ცნობით, კომოლის გაშვების შემთხვევაში იუვენტუსი სასუოლოს გენერალური დირექტორის ჯოვანი კარნევალის გაფორმებას ეცდება.