კომოლის ულტიმატუმი ვლაჰოვიჩს…
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩისთვის გაუმჯობესებული წინადადების გაკეთებას აღარ აპირებს.
წყაროს ცნობით, დამიენ კომოლიმ სერბი ფორვარდის აგენტს აცნობა, რომ იუვენტუსი მას კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივებასა და ხელფასის სახით 6 მილიონ ევროს, ასევე ერთჯერადი ბონუსის სახით 4-5 მილიონს სთავაზობს.
გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი წინადადების გაუმჯობესებას აღარ აპირებს და ახლა ყველაფერს დუშანი გადაწყვეტს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
