იუვე კაბალის გაყიდვას გეგმავს
ხუან კაბალი ლუჩიანო სპალეტის გეგმებში აღარ შედის და ის სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.
გალათასარაისთან მატჩში მიღებული წითელი ბარათის შემდეგ, კაბალს მოედანზე არც ერთი წუთი არ გაუტარებია. Tuttosport-ის ცნობით, სპალეტი მისი ხშირი ტრავმიანობითა და არასტაბილური თამაშით უკმაყოფილოა, ამიტომ სეზონის ბოლოს იუვენტუსი ფეხბურთელთან დამშვიდობებას გეგმავს.
ტურინულ გრანდს კაბალის სანაცვლოდ დაახლოებით 10 მილიონი ევროს გამომუშავების იმედი აქვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
