TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი კამბიაზოს შეცვლას ატალანტას ფეხბურთელით გეგმავს

იუვენტუსი ატალანტას იტალიელი ფეხბურთელის ლორენცო ბერნასკონის ტრანსფერით ინტერესდება.

22 წლის იტალიელ ფეხბურთელს როგორც მარცხენა ნახევარმცველის, ასევე მარცხენა მცველის და ცენტრალური მცველის პოზიციაზე შეუძლია თამაში.

ის ატალანტას რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს და Tuttosport-ის ცნობით, ანდრეა კამბიაზოს წასვლის შემთხვევაში იუვენტუსის ერთ-ერთ სამიზნედ მოიაზრება.

ბერგამოელები იტალიელის სანაცვლოდ 20-25 მილიონს ითხოვენ.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !