TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოლო მუანი იუვენტუსში მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში დარჩება

იუვენტუსი რანდალ კოლო მუანის შენარჩუნებაზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა ტურინულ გრანდს ფრანგი ფორვარდისგან ჯერჯერობით საბოლოო თანხმობა მიღებული არ აქვს.

SportItalia-ს ცნობით, კოლოს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდა და ტურინში მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ ბიანკონერი სეზონის ოთხეულში დასრულებას და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას შეძლებს.

ცნობისთვის, გუშინ ლაციომ სახლში უდინეზე ვერ დაამარცხა და იუვენტუსმა სერია ა-ს ცხრილში მე-4 პოზიცია შეინარჩუნა. გუნდებს შორის სხვაობა სულ 1 ქულაა.

error: დაცული კონტენტი !