ფიორენტინასთან მატჩი შესაძლოა მოტასთვის საბოლოო აღმოჩნდეს
იტალიური გამოცემა IlBianconero-ს ინფორმაციით, ფიორენტინასთან შეხვედრა ტიაგო მოტასთვის იუვენტუსის სათავეში შესაძლოა საბოლოო აღმოჩნდეს.
წყაროს ცნობით, გუნდში იგრძნობა, რომ ახალგაზრდა სპეციალისტი იუვენტუსის დატოვებასთან ძალიან ახლოს არის.
გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსის ხელმძღვანელობამ მოახლოებული სანაკრებო პაუზა შესაძლოა სათავისოდ გამოიყენოს და მისი გაშვება გადაწყვიტოს.