TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სტეფანო პიოლი მოტას პოტენციური შემცვლელების სიაში…

იტალიურ მედიაში ტიაგო მოტას გუნდიდან წასვლისა და მისი პოტენციური შემცვლელების თაობაზე საუბრები არ წყდება.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით,
გუნდი მოტას თაობაზე გადაწყვეტილებას სერია ა-ს დასრულების და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დაწყებამდე მიიღებს და თუ იუვენტუსმა ტიაგოს გაშვება გადაწყვიტა, გუნდს მისი პოტენციური შემცვლელების სია უკვე შედგენილი აქვს.

წყაროს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლი მილანის ყოფილი მწვრთნელის სტეფანო პიოლის, ასევე რობერტო დე ძერბის, ანტონიო კონტესა და ჯან პიერო გასპერინის კანდიდატურებს განიხილავს.

error: დაცული კონტენტი !