TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზას მსურველთა სია ინგლისში კიდევ უფრო გაიზარდა

ბრიტანული გამოცემა TEAMtalk-ის ინფორმაციით, ტოტენჰემი და მანჩესტერ იუნაიტედი იუვენტუსის ფეხბურთელის ფედერიკო კიეზას ტრანსფერით ინტერესდებიან.

კიეზას მომავალი ტურინულ გრანდში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მისი მომავალი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადაწყდება, თუმცა თუ იტალიელმა ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა, მისი გუნდიდან წასვლა გარდაუვალი იქნება.

მანჩესტერისა და ტოტენჰემის გარდა, კიეზას მიმართ ინტერესს ლივერპული, რომა და ბაიერნი იჩენენ. იუვენტუსი მის გაყიდვას 35-40 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს.