ლუისს მსურველები ინგლისში და საფრანგეთში ჰყავს
დუგლას ლუისის ტურინული მომავალი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი საზაფხულო ტურნეში გუნდთან ერთად გაემგზავრება და ლუჩიანო სპალეტი მის თაობაზე გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.
წყაროს ცნობით, ლუისს მსურველები საფრანგეთში და ინგლისში ჰყავს, თუმცა ამ მომენტისთვის მისი გაყიდვის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
