TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსში დუგლას ლუისის ტრანსფერის ფორმულის ბოლო დეტალები ცნობილია

იუვენტუსსა და ასტონ ვილას შორის დუგლას ლუისის ტრანსფერის თაობაზე ყველა დეტალი შეთანხმებულია.

Sky Sport-ის ინფორმაციით, ინგლისელები ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ენცო ბარენეჩეას, სამუელ აილინგ-ჯუნიორსა და 22 მილიონ ევროს მიიღებენ, რასაც ბონუსების სახით კიდევ 3 მილიონი ევრო დაემატება.

აღსანიშნავია, რომ აილინგისა და ბარენეჩეას კონტრაქტებში ჩაიდება პუნქტები, რომელთა მიხედვითაც მათი შემდგომში გაყიდვის შემთხვევაში ტურინული გრანდი საკმაოდ მნიშვნელოვან პროცენტს მიიღებს.