იუვენტუსს და კომოს ზირკზეე შესთავაზეს
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსს და კომოს მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდი ჯოშუა ზირკზეე შესთავაზეს.
ნიდერლანდელ ფეხბურთელს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში წითელი ეშმაკების დატოვება და სერია ა-ში დაბრუნება სურს.
წყაროს ცნობით, ზირკზეე იუვენტუსის ერთ-ერთი სამიზნეა, მაგრამ ის ამ მომენტისთვის პრიორიტეტი არ არის.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
