იუვე ესპანელი ტალანტის ტრანსფერზე მუშაობს
ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, იუვენტუსი სელტა ფორტუნას ტალანტის ფერ ლოპესის ტრანსფერზე მუშაობს.
20 წლის შემტევი ნახევარმცველი ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთ ამომავალ ტალანტად მოიაზრება და წყაროს ცნობით, ტურინულ გრანდს კონკურენციას რეალი და ბარსელონა უწევენ.
წყაროს ცნობით, ნებისმიერ გუნდს ახალგაზრდა ფეხბურთელის გასაფორმებლად 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.