TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიელინიმ იუვენტუსში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

გასულ კვირებში იუვენტუსის ლეგენდარული ფეხბურთელის ჯორჯო კიელინის გუნდში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ დაწერა.

ამ საკითხზე კომენტარი თავად იტალიელმა გააკეთა.

„მე სექტემბერში ტურინში დავბრუნდები, ეს ჩემი და ჩემი ოჯახის არჩევანია. მე იუვენტუსის ელჩი ვარ, უფრო მნიშვნელოვანი როლისთვის კი სწავლა, ენერგიისა და გამოცდილების დაგროვება მომიწევს.“