აგრესტი:“ კალაფიორი იუვეს პრიორიტეტად რჩება, მაგრამ…“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და იუვენტუსის ინსაიდერმა რომეო აგრესტიმ რიკარდო კალაფიორის სიტუაციაზე ისაუბრა.
„რიკარდო კალაფიორი ტიაგო მოტას ფავორიტი კანდიდატია და ის იუვენტუსის პრიორიტეტულ სამიზნედ რჩება, მაგრამ ტურინელები მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 50 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებენ.
„ჯუნტოლი კალაფიორისა და კოპმეინერსის ტრანსფერებზე მშვიდად, აუჩქარებლად მუშაობას გეგმავს და მათ გაფორმებას ბოლო წამამდე ეცდება.“