კელი ტრავმის გამო მინიმუმ 2 მატჩს გამოტოვებს…
იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს და მომდევნო 2 ტური ოთხეულში მოსახვედრად უმნიშვნელოვანესი იქნება, რადგან ტურინული გრანდი პირდაპირ კონკურენტებს: ბოლონიასა და ლაციოს დაუპირისპირდება.
ტრავმებით უკვე საკმაოდ დასუსტებულ იუვენტუსს მომდევნო 2 მატჩში კიდევ ერთი მცველის – ლოიდ კელის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა.
ინგლისელმა ფეხბურთელმა ტრავმა მონცასთან მატჩში მიიღო და როგორც შემდგომში დადასტურდა, მას ბარძაყის კუნთის მცირე ხარისხის დაზიანება აქვს, რის გამოც კელი მინიმუმ 2 კვირას გამოტოვებს.
ტურინულ გრანდს ტრავმების გამო მომდევნო ტურში ბრემერი, კაბალი, გატი, მილიკი, ვლაჰოვიჩი და კელი ვერ დაეხმარებიან, კვლავ საეჭვოა კოპმეინერსის თამაში, კენან ილდისს კი დისკვალიფიკაციის გამო მინიმუმ 1 მატჩის გამოტოვება მოუწევს…