TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ილდისს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

კენან ილდისს მონცასთან მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის 38-ე არტიკლის მიხედვით, მეტოქის მიმართ განზრახ უხეშობა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით ისჯება.

საბოლოო გადაწყვეტილებას სპორტული მოსამართლე მიიღებს და თუ თურქ ფეხბურთელს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა, იუვენტუსი სავარაუდოდ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, იუვენტუსი მომდევნო ტურებში ბოლონიასა და ლაციოს ესტუმრება, შემდეგ კი უდინეზეს უმასპინძლებს.

error: დაცული კონტენტი !