TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსის ახალი აქციონერი:“ მე დიადი იუვეს ნახვა მინდა, მაგრამ ამ სეზონში ყველაფერი სხვა მიმართულებით მიდის“

Tether-ის გენერალურმა დირექტორმა პაოლო არდოინომ, ვინც ახლახანს იუვენტუსის აქციების 10.12 პროცენტის მფლობელი გახდა, საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ჩვენი მიზანი ჩვენი ფავორიტი გუნდის წარმატებაში წვლილის შეტანაა. გუნდი, რომელსაც გამორჩეული ისტორია, ბრენდი და ქოამგები ჰყავს.

„გვსურს, იუვენტუსში განვახორციელოთ ინვესტიციები და გუნდს უმოკლეს დროში წარმატებების მიღწევაში დავეხმაროთ.

„არიან ინვესტორები, რომლებიც გუნდს რამდენიმე წელში ტოვებენ, თუმცა ჩვენ იუვენტუსთან ხანგრძლივი თანამშრომლობა და კოლაბორაცია გვსურს.

„ელკანი ? მინდა, მისი გეგმები მოვისმინო, ეს ჩვენ დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ შეუძლია Tether-ს გუნდის მხარდაჭერა.

„ჩვენი სურვილი და იმედი დიდებული იუვენტუსის დაბრუნებაა. მიმდინარე სეზონი სირთულეებით სავსე აღმოჩნდა, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა. ჩვენ უნდა დავრჩეთ ერთიანები და გავხადოთ ეს სეზონი საძირკველი, რომელიც მომავალში ამბიციური მიზნებისთვის ბრძოლის საშუალებას მოგვცემს, მათ შორის სკუდეტოსთვის.“

error: დაცული კონტენტი !